სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დეკემბერში შრომისუნარიანი ადამიანის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 1.6 ლარით შემცირდა და 253.5 ლარი შეადგინა.
ამასთან, რაც შეეხება საარსებო მინიმუმის წლიურ ცვლილებას, გასული წლის დეკემბერთან შედარებით მიმდინარე წელს საარსებო მინიმუმი 30 ლარით არის გაზრდილი.
საქსტატის მონაცემებით, დეკემბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 1.5 ლარით შემცირდა და 224.5 ლარი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის დონემ 9.8% შეადგინა.