იაპონიისა და ინდოეთის საჰაერო ძალების პირველი ერთობლივი წვრთნები, რომელიც 16 იანვარს დაიწყო, 26 იანვრამდე გაგრძელდება.
ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საჰაერო მანევრები ტოკიოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ჰიაკურის საავიაციო ბაზაზე მიმდინარეობს.
იაპონიის საჰაერო ძალებიდან საჰაერო წვრთნებში F-2-ისა და F-15-ის ტიპის გამანადგურებლები მონაწილეობენ. ინდოეთიდან - Su-30MKI-ის ტიპის გამანადგურებლები და საჰაერო ტანკერი Il-78-ი.