„საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე საუბარი არაა. შეგახსენებთ, რომ ვაჭრობა არის ის სფერო, რომელიც ყველაზე სწრაფად აღდგება", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„სავაჭრო მოლები, წინასაახალწლო დღეებში ვამუშავეთ. სხვა შეზღუდულ ბიზნესებთან შედარებით, მათ ძალუძთ მოიკრიბონ ძალები და საკუთარი ძალებით შეძლონ მუშაობა“, - განაცხადა თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს მთავრობის ეკონომიკური გუნდი სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიების წარმომადგენლებს შეხვდა.