აზერბაიჯანის რკინიგზამ CJSC (AR) 2022 წელს 18,7 მილიონი ტონა ტვირთი გადაიტანა.
კომპანიის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, ეს მაჩვენებელი 2021 წელთან შედარებით 24,7%-ით მეტია.
გადაზიდვებში ზრდა დაფიქსირდა ნავთობპროდუქტებზე, ქიმიური და მინერალური სასუქებზე, სამშენებლო მასალებსა და ქვანახშირზე.
2022 წელს სატრანზიტო მიმოსვლა 63%-ით გაიზარდა და 7,5 მილიონ ტონას მიაღწია.
„აზერბაიჯანის რკინიგზისთვის, რომელიც მიზნად ისახავს გახდეს წამყვანი პარტნიორი ტრანზიტული ტრანსპორტის სფეროში მთელ რეგიონში, ამ სფეროში გარდამტეხი მომენტი 2022 წელს დადგა.
ამრიგად, 2021 წელთან შედარებით, სატვირთო გადაზიდვები რკინიგზით, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის გასწვრივ გაიზარდა 500 000 ტონიდან - 3,9 მლნ ტონამდე, ხოლო ჩრდილო-დასავლეთის დერეფნის გასწვრივ - 2 მლნ ტონიდან 2,9 მლნ ტონამდე“, - ნათქვამია აზერბაიჯანის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაში.