ეუთოს ხელმძღვანელი კიევში ჩავიდა

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბუიარ ოსმანი კიევში ჩავიდა.

„მატარებლით ცხრასაათიანი მგზავრობის შემდეგ, ჩვენ ჩავედით კიევში. მოუთმენლად ველით ნაყოფიერ შეხვედრებს უკრაინის ლიდერებთან, რათა განვიხილოთ რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების გზები და დავეხმაროთ ხალხს ადგილზე", - დაწერა ბუიარ ოსმანმა Twitter-ზე. 

უკრაინული მედიის ცნობით, ეუთოს ხელმძღვანელი კიევში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას მომწვევით ჩავიდა.