"ვადასტურებთ ერთგულებას, წინ აღვუდგეთ ანტისემიტიზმს, რასიზმსა და ნებისმიერი სხვა ფორმის შეუწყნარებლობას", - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ, ჰოლოკოსტის მსვერპლთა ხსენების დღესთან დაკავშირებით, გავრცელებულ განცხადებაში.
"დღეს პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას და ვადასტურებთ ერთგულებას, წინ აღვუდგეთ ანტისემიტიზმს, რასიზმსა და ნებისმიერი სხვა ფორმის შეუწყნარებლობას. 27 იანვარი საბჭოთა ჯარის მიერ 1945 წელს ოსვენციმი-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლების წლისთავია. ეს თარიღი აღნიშნავს ნაცისტური რეჟიმისა და კოლაბორაციონისტების მიერ ჩადენილ გენოციდს, რამაც ჩვიდმეტი მილიონი ადამიანის, მათ შორის ექვსი მილიონი ებრაელის სიკვდილი გამოიწვია", - ნათქვამია განცხადებაში.
27 იანვარი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედაა გამოცხადებული.