შეერთებულმა შტატებმა უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნები გააძლიერა - NYT

შეერთებულმა შტატებმა უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნები, გერმანიაში ამერიკულ ბაზასა და ოკლაჰომაში წვრთნებით გააძლიერა. 

გერმანიაში სწავლება მიზნად ისახავს კომპლექსური სამხედრო ტაქტიკის შესწავლას, რომელსაც შეუძლია, გააუმჯობესოს უკრაინის არმიის შესაძლებლობა ახალი შეტევების წამოწყებისა და რუსული თავდასხმებისგან თავის დასაცავად.

წვრთნას დაახლოებით 500 ჯარისკაცი გაივლის, რასაც სამხედროები უწოდებენ კომბინირებულ შეიარაღებას სამხრეთ გერმანიაში, იტყობინება თავდაცვის ოფიციალური წარმომადგენელი.

იმავდროულად, 100-მდე უკრაინელი ჯარისკაცი 16 იანვარს ჩავიდა ოკლაჰომაში მდებარე ფორტ სტელის საწვრთნელ ბაზაზე, სადაც Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემაზე წვრთნებს იწყებენ.

შეერთებულმა შტატებმა დეკემბრის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტის წინ გამოაცხადა, რომ Patriot-ებს მიაწოდებს უკრაინას.

Patriot-ის სისტემა არის ყველაზე მოწინავე საჰაერო თავდაცვის იარაღი, რომელსაც კიევი დიდი ხანია, ითხოვს.

ეს იარაღი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს უკრაინის ქალაქების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას რეგულარული რუსული სარაკეტო თავდასხმებისგან.