გერმანია რუსეთისთვის საგანგებო ტრიბუნალის შექმნის მოწოდებით გამოდის. ბერბოკი ამ მოწოდებით ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემიაში გამოვიდა.
„საჭიროა ტრიბუნალი, რომელიც უკრაინაში მოსკოვის შეჭრის გამო რუსეთის ლიდერებს გაასამართლებს“, - განაცხადა ბერბოკმა და აღნიშნა, რომ აგრესიისთვის რუსეთი პასუხს ვერ აგებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, ჰააგაში, რადგან ამ სასამართლოს მხოლოდ იმ საქმეების განხილვა შეუძლია, რომელთა მონაწილე ორივე მხარე სასამართლოს წევრია, ან საქმე სასამართლოსთვის გაეროს უშიშროების საბჭოს მიერაა გადაცემული.
რუსეთი ICC-ის წევრი არ არის და გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება აქვს.