უკრაინის ელჩის საჩივრის შემდეგ, ავსტრალიის ღია პირველობის დროს რუსეთისა და ბელორუსის დროშების გამოყენება აიკრძალა.
„მე მკაცრად ვგმობ რუსეთის დროშის საჯარო გამოფენას უკრაინელი ჩოგბურთელის კატერინა ბაინდლის თამაშის დროს ავსტრალიის ღია პირველობაზე“, - დაწერა ვასილ მიროშნიჩენკომ Twitter-ზე.
საპასუხო განცხადებაში ავსტრალიურმა მხარემ აღნიშნა, რომ ავსტრალიის ღია პირველობაზე რუსეთისა და ბელორუსის დროშები აკრძალულია.
მათივე განმარტებით, მაყურებლებს თავდაპირველად უფლება ჰქონდათ, მელბურნის პარკის კომპლექსში დროშები იმ პირობით მიეტანათ, თუ ტურნირის შეფერხებას არ გამოიწვევდნენ.