თურქეთში, სომხეთის საზღვართან სამხედრო წვრთნები 8 ქვეყნის მონაწილეობით მიმდინარეობს - მედია

სომხეთის მოსაზღვრე ყარსის პროვინციაში თურქეთი რვა ქვეყნის მონაწილეობით სამხედრო წვრთნებს ატარებს. იუწყება Gazetekars, თუმცა ინფორმაციაში მითითებული არ არის, რომელი ქვეყნის სამხედროები მონაწილეობენ სწავლებაში.

სამხედრო წვრთნების მონაწილეები ყარსში უკვე ჩავიდნენ. წვრთნები 2 თებერვლამდე გაიმართება.

კოსოვოს თავდაცვის მინისტრმა არმენდ მეჰაჟმა განაცხადა, რომ ამ სამხედრო წვრთნების მიზანი სამხედრო ოპერაციის დროს თანამშრომლობის ხელშეწყობა, კოორდინაციის უზრუნველყოფა და სამხედრო ნაწილების საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებაა.