"რუსეთსა და აშშ-ის შორის ურთიერთობების გადატვირთვისთვის შესაბამისი პირობები ჯერჯერობით არ არსებობს", – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, აშშ-ის მზადყოფნის შემთხვევაში, რუსეთი მზადაა, განიხილოს "ღია ცის შეთანხმების" შენარჩუნების საკითხი. ამასთან, აღინიშნა, რომ ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი შეთანხმდნენ, პარიტეტულ საფუძველზე „თავდასხმითი შეიარაღების შემცირების შეთანხმებას“ გააგრძელებენ.
ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს გასულ საღამოს ტელეფონით ესაუბრა.
"ბაიდენმა აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს NATO-ს მეხუთე მუხლს, რომელიც ალიანსის კოლექტიური თავდაცვის შესახებაა და ასევე აღნიშნა,რომ მზად არის ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაში წვლილი შეიტანოს",- ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.