გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი გახდება. ამის შესახებ გერმანული მედია იტყობინება.
პისტორიუსი, კრისტინ ლამბრეხტს შეცვლის, რომელმაც თანამდებობა 16 იანვარს დატოვა.
როგორც ჟურნალის მასალაშია აღნიშნული, პისტორიუსს აქვს დიდი პოლიტიკური ამბიციები და უფრო აგრესიული და მკაფიო პოლიტიკოსია, ვიდრე გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი.
გერმანიის ხელისუფლებას თავდაცვის მინისტრად პისტორიუსის დანიშვნის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.