ბულგარეთის ხელისუფლებამ საბერძნეთთან ტრანსბალკანური ნავთობსადენის პროექტის განახლების შესახებ მოლაპარაკებები გამართა.
ამის შესახებ პრეზიდენტმა რუმენ რადევმა ფორუმზე „ბულგარეთის ენერგეტიკა - სტრატეგია 2023-2053“ განაცხადა.
ბერძნულ ალექსანდროპოლისსა და ბულგარულ ბურგასს შორის ნავთობსადენის მშენებლობის იდეა დაახლოებით 20 წლის წინ გაჩნდა.
2011 წელს ბულგარეთმა ეკონომიკური და გარემოსდაცვითი მიზეზების გამო მიატოვა პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა წელიწადში 50 მილიონ ტონამდე რუსული ნავთობის მისი ტერიტორიის გავლით საბერძნეთში გადატანას.
რამდენიმე კვირის წინ ბულგარეთის პრეზიდენტი პროექტის განახლებაზე საუბრობდა, ახლა კი ნავთობი საპირისპირო მიმართულებით - საბერძნეთიდან ბულგარეთში უნდა ამოტუმბოს.
„ჩვენ შევთანხმდით საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან, საბერძნეთის პრეზიდენტთან, რომ რაც შეიძლება მალე განახლებულიყო ბურგას-ალექსანდრუპოლისის პროექტი, მაგრამ ამჯერად მარაგი ალექსანდროპოლიდან ბურგასში უნდა წავიდეს. ეს აუცილებელია როგორც ჩვენი ქარხნისთვის, ასევე სხვა ქარხნებისთვის შავი ზღვის რეგიონში, რათა მათ ნავთობის მიღება მთელი მსოფლიოდან შეეძლოთ“, - განაცხადა რუმენ რადევმა.