უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი კიევის ოლქში ვერტმფრენის ჩამოვარდნას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ყველა ვერსია განიხილება.
„მართლაც ტრაგედიაა. შვეულმფრენის ჩამოვარდნას შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, შსს ხელმძღვანელობა და ბავშვები ემსხვერპლნენ. დენისმა და მისმა კოლეგებმა დიდი როლი ითამაშეს უკრაინის დაცვის უზრუნველყოფაში. გამოძიება დაიწყო. ყველა ვერსია გადამოწმდება. გულწრფელი სამძიმარი დაღუპულთა ოჯახებს“, - წერს მიხაილო პოდოლიაკი.
- კიევთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე დაიღუპნენ
ბროვარში, კიევის ოლქში, ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ახლოს ჩამოვარდა. დაღუპულია 18 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვია.