უნგრეთი ევროკავშირზე ახორციელებს ზეწოლას, რათა ბლოკმა ცხრა ადამიანისთვის, მათ შორის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენებისა და ოლიგარქებისთვის დაწესებული სანქციები მოხსნას. ამის შესახებ უკრაინული მედია რადიო თავისუფალი ევროპაზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის წყაროს ცნობით, ხსენებულ ადამიანებს შორის არიან მილიარდერები ვიქტორ რაშნიკოვი, ალიშერ უსმანოვი, პეტრ ავენი, გრიგორი ბერეზკინი და ვიატჩესლავ კანტორი, რომელთა უმეტესობას მჭიდრო კავშირი აქვს პუტინთან. სიაში არიან სხვა ადამიანებიც, მათი ოჯახის ზოგიერთი წევრი და თანამოაზრე.
სანქციების სია ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს ერთსულოვნად დამტკიცებას საჭიროებს. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად ევროკავშირმა სანქციები დაუწესა 1300-ზე მეტ ფიზიკურ პირს და 170 ორგანიზაციას დაუწესა.
ევროკავშირის სანქციებს მოსკოვის მიმართ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აკრიტიკებდა.
დეკემბერში უნგრეთმა ასევე შეაჩერა ევროკავშირის 18 მილიარდი მაკროფინანსური დახმარების პაკეტი. მედია იტყობინებოდა, რომ ევროკავშირმა ეს ბუდაპეშტის მცდელობად მიიჩნია, აიძულოს ევროკავშირი უნგრეთისთვის დახმარების შეჩერების გადაწყვეტილება შეეცვალა.