მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში დღეს სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრის პატივი მქონდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე“ წერს.
„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრის პატივი მქონდა დღეს.
საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის არსებული დინამიური თანამშრომლობა, ეკონომიკური ურთიერთობები და თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.