ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინისთვის ამ რთულ დღეს ჩვენი მეგობრები აგრძელებენ ჩვენს მხარდაჭერას

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დღეს უკრაინის არმიას Senator APCs-ის ჯავშანმანქანა ისე სჭირდება, როგორც არასდროს. ამის შესახებ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა.

„უკრაინისთვის ამ რთულ დღეს ჩვენი მეგობრები აგრძელებენ ჩვენს მხარდაჭერას. მადლობა ჯასტი ტრუდოს და კანადელ ხალხს თავდაცვის კიდევ ერთი პაკეტისთვის, რომელიც დღეს თავდაცვის მინისტრმა ანტა ანანდმა გამოაცხადა. დღეს უკრაინის არმიას Senator APCs-ის ჯავშანმანქანა ისე სჭირდება, როგორც არასდროს. ჩვენ ერთად მივდივართ გამარჯვებისკენ!“, - წერს ზელენსკი.