ლათინური ამერიკის ყველაზე მდიდარ ადამიანს, კარლოს სლიმს კორონავირუსი დაუდასტურდა

კარლოს სლიმს კორონავირუსი დაუდასტურდა, მექსიკელი ბიზნესმენის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 80 წლის მილიარდერს მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება. კარლოს სლიმის შვილის თქმით ის თავს კარგად გრძნობს.

მილიარდელის ინფიცირების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა მას შემდეგ, რაც მექსიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

Business Insider-ის თქმით, მილიარდელის ქონება დაახლოებით 43,6 მილიარდ დოლარს შეადგენს.