„ტირანია უსწრებს დემოკრატიას“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიდეოჩართვისას.
„სანამ თავისუფალი სამყარო ფიქრობს, ტერორისტული სახელმწიფო განაგრძობს მკვლელობებს. მსოფლიოს ეჭვი ეპარებოდა 2014 წელს, როდესაც რუსეთმა უყოყმანოდ დაიკავა ყირიმი. მსოფლიოს ეჭვი ეპარებოდა 2022 წელს, როდესაც რუსეთმა უდავოდ დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი.
დღეს - და აღარასოდეს - მსოფლიოს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს. როდესაც ბოროტება დაბრუნდება, სამყაროს სჭირდება სიჩქარე და მონდომება. რუსეთი ახორციელებს ტერორის ექსპორტს და მსოფლიომ უნდა იმოქმედოს იმაზე სწრაფად, ვიდრე ამას აკეთებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკიმ იმ ტრაგედიაზეც ილაპარაკა, რომელიც კიევთან მოხდა.
„ათი საათის წინ კიევის მახლობლად ტრაგედია მოხდა. ვერტმფრენის ჩამოვარდნას შეეწირა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, მისი კოლეგები და ეკიპაჟი, როდესაც ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ჩამოვარდა. დღეს თოთხმეტმა უკრაინულმა ოჯახმა დაკარგა ახლობლები და ომის დროს ბევრი კარგავს მათ ყოველდღე“, - განაცხადა ზელენსკიმ და ფორუმის მონაწილეებს სთხოვა წუთიერი დუმილით პატივი მიაგონ დაღუპულთა ხსოვნას.