გასულ წელს ჩვენ ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს ევროკომისიასთან ევროპულ ბაზარზე გაზის მიწოდების გაორმაგების შესახებ და ამ მიზანს ხუთი წლის განმავლობაში მივაღწევთ.
ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.
„ეს შესაძლებელია, თუმცა ადვილი არ იქნება. დიახ, აზერბაიჯანი არ არის ბუნებრივი აირის ძალიან დიდი მიმწოდებელი, მაგრამ ჩვენ გვაქვს საკუთარი ბაზარი აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში და რაც უფრო მეტ გაზს ვაწარმოებთ მომავალში, მით უფრო გავაფართოვებთ მიწოდების გეოგრაფიას“, - განაცხადა ალიევმა.