ბაქოს პორტის გამტარუნარიანობა 25 მილიონ ტონას მიაღწევს - ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანი პირველივე დღეებიდან აქტიურად შეუერთდა ინიციატივას „ერთი სარტყელი - ერთი გზა“, რომელიც მოიცავს დიდ გეოგრაფიას. 

ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. 

მისივე თქმით, აზერბაიჯანმა ინფრასტრუქტურის შესაქმნელად ინვესტიციების განხორციელება დაიწყო. 

„ბოლო 10 წლის განმავლობაში, ჩვენ ავაშენეთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ალბათ ყველაზე დიდი კომერციული პორტი კასპიის ზღვაზე. რომლის გამტარუნარიანობაც 15 მილიონ ტონას შეადგენს. ჩვენ გავაფართოვებთ ამ შესაძლებლობას 25 მილიონ ტონამდე. ვაფართოებთ გემთმშენებლობას, რათა შევძლოთ კასპიის გავლით ტვირთების გადაზიდვა“, - განაცხადა ალიევმა.