ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი კიევში გაემგზავრა, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალსა და პარლამენტის წევრებს შეხვდება.
მისი თქმით, უკრაინა განაგრძობს ბრძოლას თავისი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის და ეს არის ბრძოლა საერთო ევროპული ღირებულებებისთვის, ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.
„მათ (უკრაინელებს) სჭირდებათ და იმსახურებენ ჩვენს მხარდაჭერას", - წერს შარლ მიშელი Twitter-ზე.
18 იანვარს, ევროპარლამენტში გამოსვლისას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის ტანკების და სხვა საჭირო შეიარაღების მიწოდებას.