კიევის ოლქის ბროვარის რაიონში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ, ამ დროისთვის საავადმყოფოში 16 ადამიანი მკურნალობს ამიას შესახებ ინფორმაციას კიევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.
- კიევთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე დაიღუპნენ
- პოდოლიაკი კიევის ოლქში ვერტმფრენის ჩამოვარდნას გამოეხმაურა
როგორც ცნობილია, დაშავებულებს შორის ექვსი ბავშვია. ჰოსპიტალიზებულ ყველა პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
ამ დროისთვის დაკარგულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ბროვარში, კიევის ოლქში, ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ახლოს ჩამოვარდა. დაღუპულია 18 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვია.