19 იანვარს დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ შეხვედრაზე ონლაინ გამოსვლისას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სრულებით დარწმუნებული არ არის, პუტინი ჯერ კიდევ ცოცხალია და ის იღებს გადაწყვეტილებებს რუსეთში.
„მე არ მესმის, ვის უნდა ველაპარაკო და რაზე. დარწმუნებული არ ვარ, რომ რუსეთის პრეზიდენტი, რომელიც ხანდახან ქრომაკზე ჩნდება, ნამდვილად ის არის“, - უპასუხა ზელენსკიმ სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობის შესახებ კითხვას.
„სრულებით დარწმუნებული არ ვარ, რომ ის ცოცხალია ან რომ ის იღებს გადაწყვეტილებს, ან ვინ იღებს იქ გადაწყვეტილებებს, ადამიანთა რომელი ჯგუფი, მე ასეთი ინფორმაცია არ მაქვს.
მე არ მესმის, როგორ შეიძლება ევროპელ ლიდერებს ერთს დაჰპირდე, მეორე დღეს კი, ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შეჭრა წამოიწყო. უბრალოდ არ მესმის, ვისთან გვაქვს საქმე. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ „სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, მე არ მესმის, ვისთან [უნდა ვაწარმოოთ მოლაპარაკება].
ჩვენ ახლა თქვენთან ვურთიერთობთ - თქვენ ზუსტად იცით, ვინ ვარ, მეც ზუსტად ვიცი, თქვენ ვინ ხართ, ჩვენი ცხოვრების მოწმეები არსებობენ და თუნდაც სხვადასხვა საკითხზე ვსაუბრობდეთ, შეგვიძლია მივაღწიოთ კონსენსუსს. მეჩვენება, რომ რუსეთმა ჯერ უნდა მოძებნოს „ვინმე“ და მერე შემოგვთავაზოს „რაღაც“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ქრომაკი, რომელსზეც ზელენსკი მიუთითებს, ვიზუალური ეფექტების ტექნიკაა, რომელიც ვიდეოს გარშემო ფონის შესაცვლელად გამოიყენება.
ზოგიერთი თვლის, რომ პუტინი ამ ტექნიკას იყენებდა თავისი სატელევიზიო გამოსვლების დროს, რათა ეჩვენებინა, რომ ის სტუმრობს ადგილებს და რეალურად უსაფრთხოდ რჩება.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ ყველაფერი გააკეთა დიპლომატიური გზით თავისი ტერიტორიების გასათავისუფლებლად, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.