გერმანიას თავდაცვის ახალი მინისტრი ჰყავს

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი გახდა. საკანონმდებლო ორგანოში ფიცის დადების შემდეგ ბორის პისტორიუსი თავდაცვის მინისტრად გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა დაამტკიცა.

"გეოპოლიტიკური ცვლილებების შედეგად წარმოქმნილი ახალი საფრთხეების გამო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გერმანიის არმიისთვის შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობების უზრუნველყოფა", - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.

როგორც ცნობილია, ბორის პისტორიუსი თავდაცვის მინისტრის რანგში პირველ შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან 19 იანვარს გამართავს.