უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორებს მოუწოდა, მეტი იარაღი მიაწოდონ უკრაინას, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების, მათ შორის ყირიმის გასათავისუფლებლად.
შესაბამისი განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში ვიდეოჩართვით გამოსვლისას გააკეთა.
„ჩვენი მიზანია ჩვენი ყველა ტერიტორიის დეოკუპაცია. ყირიმი არის ჩვენი მიწა, ჩვენი ტერიტორია, ჩვენი ზღვა და ჩვენი მთები. მოგვეცით თქვენი იარაღი და ჩვენ დაგიბრუნებთ იმას, რაც ჩვენია“, - განაცხადა ზელენსკიმ.