აშშ-ში, მაიამიში დააკავეს კრიპტოვალუტის ბირჟის Bitzlato-ს რუსი დამფუძნებელი ანატოლი ლეგკოდიმოვი, რომელიც კრიპტოვალუტის მეშვეობით, $700 მილიონის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი.
ამის შესახებ Bloomberg აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით იუწყება.
ლეგკოდიმოვს, რომელსაც შეერთებულ შტატებში ასევე „განდალფს“ უწოდებენ, ბრალი ედება კრიპტოვალუტის ბირჟის მეშვეობით ფულის გათეთრებაში, რომელიც სავარაუდოდ $700 მილიონს შეადგენს.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ „გენდალფი“ სამშაბათს მაიამში დააკავეს.
სააგენტოს ცნობით, ჰონგ კონგში დაფუძნებული ბირჟა Bitzlato იყო „კრიტიკული ფინანსური რესურსი“ რუსეთის Hydra darknet ბაზრისთვის, როგორც ყველაზე დიდი და სტაბილური პლატფორმა, რომელიც არალეგალური საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობს.