დიდი ბრიტანეთის მთავრობა აპირებს, უკრაინას Brimstone-ის ტიპის 600 რაკეტა გადასცეს. აამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლასმა განაცხადა, იტყობინება Reuters.
ესტონეთში, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე უოლესმა განაცხადა, რომ 2023 იქნება წელი, როდესაც მსოფლიო ვლადიმერ პუტინს აჩვენებს, რომ მოკავშირეები განაგრძობენ უკრაინის მხარდაჭერას და რომ პარტნიორები ამას გრძელვადიან პერსპექტივაში გააკეთებენ.
„ჩვენ ვაპირებთ კიდევ 600 Brimstone-ის ტიპის რაკეტა გავუგზავნოთ უკრაინას, რაც წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი იქნება უკრაინისთვის ბრძოლის ველზე დომინირებაში დასახმარებლად“, - განაცხადა უოლესმა.
„თუ პრეზიდენტი პუტინი ზრუნავს იმაზე, რომ წელს მოგვბეზრდება უკრაინის მხარდაჭერა (რედ.), ის ცდება. ჩვენ დავგეგმავთ წელს, მომავალ წელს, კიდევ მომდევნო წელს და მის შემდეგაც“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა.
შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთი უკრაინას ასევე უგზავნის Challenger 2-ის ტიპის ტანკს.