ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე სროლა იყო. ამის შესახებ Europetime-ს შს სამინისტროში დაუდასტურეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლას წინ ხმაური და დაპირისპირება უძღოდა.
როგორც ცნობილია, სროლას წინ უძღოდა ე.წ. ქუჩური გარჩევა. შემთხვევის შედეგად, სავარაუდოდ, დაჭრილია ერთი ადამიანი.
ამ ეტაპზე, დაპირისპირების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.