დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გეგმას პარლამენტი დაამტკიცებს.
„საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებების თანახმად, ვაქცინაციის პროცესში შესაძლო ზიანზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზიანი გამოწვეულია იმპორტიორის, სამედიცინო პერსონალის ან სამედიცინო დაწესებულების მიერ დაშვებული შეცდომით.
პარლამენტი საკითხს დაჩქარებული წესით განიხილავს, რადგან ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანა არ შეფერხდეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, პარლამენტმა „ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო.