გერმანიამ რამშტაინის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე გამოაცხადა, რომ უკრაინას ერთი მილიარდი ევროს მოცულობის სამხედრო დახმარებას მიაწვდის.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ კიევისთვის სამხედრო დახმარების პაკეტში Marder-ის 40 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, Gepard-ის ტიპის 7 თვითმავალი საზენიტო დანადგარი, Patriot-ის ერთ საზენიტო-სარაკეტო სისტემა, IRIS-T-ის კიდევ ერთი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი და მისთვის საჭირო რაკეტები შევა.
ქვეითთა საბრძოლო მანქანებსა და Patriot-ის სისტემებზე უკრაინელი სამხედროების წვრთნა იანვრის ბოლოს დაიწყება.
საერთო ჯამში, გერმანიის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული სამხედრო დახმარება 3.3 მილიარდ ევროს გადააჭარბებს.
მინისტრის თქმით, გერმანია არ გაჩერდება და უკრაინის დახმარებაზე უარს არ იტყვის.