28 იანვარს, ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფი რეგიონული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ესტუმრა.
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდა.
საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ირანელი დიპლომატი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს და პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას შეხვდება.
ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს.
როგორც ცნობილია, ირანელი დიპლომატი საქართველოს 28 იანვარს დატოვებს. რა მიზნით ჩამოდის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.