Reuters-ი: მაკრონი საფრანგეთის სამხედრო ხარჯებს ბიუჯეტის მესამედზე მეტით ზრდის

მაკრონი საფრანგეთის სამხედრო ხარჯებს ბიუჯეტის მესამედზე მეტით ზრდის - ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია Reuters ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, მაკრონმა სამხედრო ხარჯებზე გამოყოფილი თანხები გაზარდა, რათა საფრანგეთის არმია გაუმკლავდეს ამ საუკუნის დიდ საფრთხეებს.

„რადგან ომის წარმართვა იცვლება, საფრანგეთს ჰყავს და ეყოლება ჯარები მზად საუკუნის საფრთხისთვის“, - თქვა მაკრონმა სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში, მონ-დე-მარსანის საჰაერო ბაზაზე საუბრისას.

ცნობისთვის, 2019-2025 წლებში ქვეყნის ბიუჯეტი 295 მილიარდი ევროა, ხოლო 2030 წლისთვის საფრანგეთის სამხედრო ბიუჯეტი 413 მილიარდ ევრომდე გაიზრდება.