ამერიკელი სენატორები - ლინდსი გრეჰემი, რიჩარდ ბლუმენტალი და შელდონ უაიტჰაუსი, როგორც აშშ-ს, ასევე გერმანიას მოუწოდებენ, უკრაინაში ტანკები გაგზავნონ.
„ჩვენ სამივეს, ერთ რესპუბლიკელსა და ორ დემოკრატს ერთი და იგივე მიზანი გვაქვს - უკრაინამ უკრაინიდან რუსები განდევნოს. ამ მიზნის მისაღწევად უკრაინელ სამხედროებს ტანკები სჭირდებათ. დავიღალე შოუებით იმასთან დაკავშირებით, ვინ აპირებს ტანკების გაგზავნას და როდის აპირებს მათ გაგზავნას. პუტინი ცდილობს, იარაღის ძალით გადაწეროს ევროპის რუკა. მსოფლიო წესრიგი საფრთხის ქვეშ დგას”,- აღნიშნულია სენატორი გრეჰემის განცხადებაში.
- მატეუშ მორავეცკი: არ გამორიცხავ, რომ ვარშავამ უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკები გერმანიის ნებართვის გარეშე გადასცეს
- აშშ-მ უკრაინას $2,5 მილიარდის სამხედრო დახმარება გამოუყო
ცნობისთვის, 20 იანვარს რამშტაინის სამიტზე უკრაინისთვის Leopard-ის ტანკების მიწოდებაზე ვერ შეთანხმდნენ.