რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის მახლობლად საჰაერო თავდაცვის წვრთნები გაიმართა.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, C-300-ის საზენიტო სისტემები, მტრის რაკეტების ჩამოგდებაზე იყო მიმართული.
მანამდე კი რამდენიმე დღით ადრე მოსკოვის ცენტრში, სამინისტროს სახურავზე საზენიტო სისტემები Pantsir-S1 გამოჩნდა, თუმცა ვისგან იცავს რუსეთი მნიშვნელოვან ობიექტებს, ამაზე დეპარტამენტს პასუხი არ აქვს.
ომის შესწავლის ამერიკულ ინსტიტუტს (ISW) ამ საკითხზე საკუთარი ვერსია აქვს. „კერძოდ, სამინისტროს სახურავზე რაკეტების განთავსება, ნიშნავს კრემლის ინფორმაციულ თავდასხმას საკუთარ მოსახლეობაზე, რათა აჩვენოს მათ, რომ საფრთხე კართან არის და მოსახლეობა გაჭიანურებული ომისთვისა და შემდგომი მსხვერპლისთვის მოამზადოს“, - აცხადებენ ომის შესწავლის ამერიკულ ინსტიტუტში.