2022 წელს ცხრა რუსულმა ავიაკომპანიამ ფრენები შეწყვიტა. ოთხ მათგანს „როსავიაციამ“ ავიაოპერატორის სერთიფიკატი შეუჩერა, კიდევ ერთი კი მთლიანად გააუქმა.
ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ წერს.
საუბარია ავიაკომპანიებზე SkyGates, Kamchatka, Bystrolet, Skol, Rostvertol Avia, ჩარტერულ სამეფო ფრენაზე, რომელიც დაკავშირებულია Coral Travel ტუროპერატორთან, Sirius Aero ბიზნეს ოპერატორთან და ორ სატვირთო გადამზიდავთან, რომლებიც Volga-Dnepr-ის კომპანიების ჯგუფში შედის. ასევე ფრენები შეაჩერა „ატრანმა“ და AirBridgeCargo-მ.
„უმეტეს შემთხვევაში, ფრენების შეჩერება უკრაინაში რუსეთის შემოჭრის გამო დაწესებულ სანქციებს უკავშირდება. 2022 წელს სამი სერტიფიკატი უშუალოდ სანქციების გამო - თავად გადამზიდავების მოთხოვნით შეჩერდა“, - წერს მედია.
„კომერსანტის“ ცნობით, ახლა „როსავიაციის“ რეესტრში 114 გადამზიდავია, მაგრამ მხოლოდ ხუთი უმსხვილესი ავიაკომპანია უზრუნველყოფს მგზავრთა ორი მესამედის გადაყვანას.
ექსპერტების აზრით, სამომავლოდ, მცირე რეგიონული გადამზიდავები დატოვებენ ბაზარს, რომლებსაც „ლიკვიდაცია ან უფრო დიდი კონკურენტების ფრთის ქვეშ გადასვლა მოუწევთ“.