ბრიტანული Sea King-ის ტიპის ვერტმფრენები უკრაინაშია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა Twitter-ზე დაწერა.
რეზნიკოვმა მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრს ბენ უოლასს დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ „უკრაინა და ბრიტანეთი ზღვებსა და მიწებს მთელ ევროპაში ერთად დაიცავენ“.
თუმცა რეზნიკოვს არ დაუკონკრეტებია რამდენი ვერტმფრენი გადასცა ბრიტანეთმა უკრაინას.