უკრაინა ერთიანობის დღეს აღნიშნავს

უკრაინა 22 იანვარს ერთიანობის დღეს აღნიშნავს.

1919 წელს, ამ დღეს უკრაინის სახალხო რესპუბლიკამ (UPR) და დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკამ (WUPR) გაერთიანების აქტს მოაწერეს ხელი. დღესასწაული ოფიციალურად 1999 წელს დაარსდა.

1991 წლის 24 აგვისტოს უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი რადას რიგგარეშე სხდომაზე, უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტი მიიიღეს. უკრაინელებმა მას მხარი 1991 წლის პირველ დეკემბერს გამართულ რეფერენდუმზე დაუჭირეს.

უკრაინა ახლა ამ დღეს რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე ხვდება.