რეფერენდუმის ჩაშლის მიუხედავად, სლოვაკეთში შესაძლოა, ვადამდელი არჩევნები მაინც ჩატარდეს.
ეს იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ პარლამენტის 4 წლით არჩევის წესი შეიცვლება, რისთვისაც საკონსიტუციო ცვლილებაა საჭირო.
რეფერენდუმი ბათილად გამოცხადდა, რადგან ხმის მისაცემად ამომრჩეველთა მხოლოდ 27% გამოცხადდა. ბარიერის გადასალახად კი, რეფერენდუმში მონაწილეობა 50%-ზე მეტმა ამომრჩეველმა უნდა მიიღოს. 1993 წელს დამოუკიკდებლობის მოპოვების შემდეგ, სლოვაკეთში რეფერენდუმი ერთხელ შედგა, როდესაც კენჭისყრა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ჩატარდა.
ცნობისათვის, პოლიტიკური პარტიები მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს კვირას, საღამოს გამართავენ და ვადამდელი არჩევნების ჩატარების პერსპექტივებს განიხილავენ. არჩევნები შესაძლებელია, ზაფხულამდე ან შემოდგომამდე ჩატარდეს. მორიგი არჩევნები სლოვაკეთში 2024 წლის თებერვალშია დაგეგმილი.
სლოვაკეთის პრეზიდენტმა ზუზანა კაპუტოვამ პრემიერ ედუარდ ჰეგერს იანვრის ბოლომდე მისცა ვადა, რათა ვადამდელი არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელი ნაბიჯები გადაედგა.
კაპუტოვამ მმართველი პარტია სლოვაკეთის ქაოტური გზით მართვის გამო გააკრიტიკა. ჰეგერმა მთავრობას გადადგომისკენ 2022 წლის სექტემბერში მოუწოდა.