იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა კიევში ჩასვლის საკითხს განიხილავს. ვიზიტის სავარაუდო პერიოდად კი, თებერვალი სახელდება. იტყობინება გაზეთი Yomiuri იაპონიის სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით.
მედია წერს, რომ შვიდეულის ჯგუფის (G7) წამყვანი ეკონომიკის თავმჯდომარე ქვეყანას სურს, აჩვენოს, რომ იაპონია უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.
კიშიდა საბოლოო გადაწყვეტილებას, უკრაინაში საომარი მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღებს.
ამ თვის დასაწყისში, იაპონიის ლიდერმა ზელენსკის სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ ვიზიტის შესახებ გარემოებების გათვალისწინებით იმსჯელებს.
იაპონია G7-ის ყოველწლიურ სამიტს მაისში, ჰიროსიმაში უმასპინძლებს. სავარაუდოდ, უკრაინა განხილვის მთავარი თემა იქნება. იაპონიის გარდა, G7-ის წევრები არიან შეერთებული შტატები, კანადა, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და იტალია.