გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ინფორმაცია და შესაბამისი ვიდეო ვოლოდიმირ ზელენსკის Facebook გვერდზე გავრცელდა. ზელენსკიმ ჯონსონს უკრაინის ნამდვილი მეგობარი უწოდა.
ბორის ჯონსონი მანამდე ბუჩასა და ბოროდიანკას ეწვია.
აღსანიშნავია, რომ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ჯონსონს 2023 წლის დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მედალი და „საპატიო კიევის მოქალაქის“ წოდება მიანიჭა.