უკრაინას შეუძლია, ომი რუსეთთან 2023 წელს მოიგოს. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა. გამარჯვების უზრუნველსაყოფად კი, ზელენსკის შეფასებით, ქვეყანამ უცხოელი პარტნიორებისგან დახმარების მიღება უნდა განაგრძოს და უკრაინამ ერთიანობა უნდა შეინარჩუნოს.
„ჩვენ ამ ყველაფერს გავაკეთებთ, როგორც ძლიერი ცივილიზებული სახელმწიფო და ევროკავშირის მომავალი წევრი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა კიევში, უნივერსიტეტის სტუდენტებთან და ლექტორებთან შეხვედრაზე.
ამავე შეხვედრას დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ესწრებოდა.