რუსეთმა შესაძლოა, ეგვიპტეში მარცვლეულის რუბლში გაყიდვა დაიწყოს.
ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ ვიცე-პრემიერმა ვიქტორია აბრამჩენკომ განუცხადა.
მისი თქმით, რუსეთი ჯერ სისტემატურად არ გადასულა ეროვნულ ვალუტაში ანგარიშსწორებაზე, ახლა ცენტრალური ბანკი აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა ქვეყნების მარეგულირებლებთან ამგვარი ურთიერთგადახდის მექანიზმის შექმნაზე.
როგორც ვიცე-პრემიერმა განმარტა, მომავალში მსგავს ტრანზაქციებში მონაწილეობას მიიღებს არა მხოლოდ „გაზპრომბანკი“, არამედ „როსელხოზბანკი“.
მარცვლეულის გარიგების ერთ-ერთი პირობაა რუსეთის სასოფლო-სამეურნეო ბანკის დაბრუნება საერთაშორისო ანგარიშსწორების სისტემაში, განმარტა აბრამჩენკომ.
2022 წლის აპრილში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა, რომ ბაზრი ეროვნულ ვალუტაში ანგარიშსწორებაზე გადასასვლელად უნდა მოემზადოს.