23 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6504 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6594 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.009 ლარი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8889 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8820 ლარს შეადგენდა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1409 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 24 იანვრიდან შევა ძალაში.