ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბიურომ უკრაინას, სასწრაფო დახმარების 26 მანქანა გადასცა.
ამის შესახებ RBC-Ukraine უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე მითითებით იუწყება. 26 სასწრაფო დახმარების მანქანა ომის დროს ჯანდაცვის სფეროში პაციენტების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად იქნება გამოყენებული.
„6 მანქანა პაციენტების გადასაყვანად მზადყოფნაშია, ხოლო 20 რეანიმაციული მანქანა, აღჭურვილია ჟანგბადის ავზებით, დეფიბრილატორებით, ვენტილატორებით და სხვა სამედიცინო აღჭურვილობით, რომლებიც მძიმედ დაშავებული პაციენტების სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანის საშუალებას იძლევა“, - ნათქვამია მოხსენებაში.
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ 2022 წლის 24 თებერვლიდან ჯანმო-მ და მისმა პარტნიორებმა უკრაინას სასწრაფო დახმარების 30-ზე მეტი მანქანა გადასცეს.
„2023 წლის განმავლობაში მეტის მიწოდება იგეგმება. შემოწირულობა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის წყალობით გახდა შესაძლებელი“, - ნათქვამია უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.