უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ღამის ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ეროვნული უშიშროების საბჭომ მიიღო "პრინციპული" გადაწყვეტილება და მთავრობის წარმომადგენლებს - ადგილობრივ დეპუტატებს, უშიშროების თანამშრომლებს - საზღვარგარეთ შვებულების გატარების უფლება არ ექნებათ.
„ოფიცრები ვეღარ შეძლებენ საზღვარგარეთ გამგზავრებას შვებულებაში ან სხვა არასახელმწიფო მიზნებისთვის“, - თქვა ზელენსკიმ.
მან დასძინა, რომ უკვე არსებობს „საკადრო გადაწყვეტილებები სხვადასხვა დონის მენეჯერებთან დაკავშირებით სამინისტროებსა და ცენტრალური ხელისუფლების სხვა სტრუქტურებში, რეგიონებსა და სამართალდამცავ სისტემაში“.
ზელენსკიმ სახელები არ დაასახელა, მაგრამ უკრაინული მედია წერდა, რომ ქვეყნის გენერალური პროკურორის მოადგილე ოლექსი სიმონენკო ახალი წლის ღამეს უკრაინელი ბიზნესმენის მანქანით ესპანეთში შვებულებაში გაემგზავრა.
გამოცემა UNIAN წერს, რომ მას გადადგომის შესახებ განცხადების დაწერა უკვე მოსთხოვეს.
Ukrayinska Pravda, თავის წყაროებზე დაყრდნობით, წერს, რომ რეგიონების კურატორი, პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილე კირილო ტიმოშენკო და რამდენიმე რეგიონის ხელმძღვანელი თანამდებობას დატოვებს.
მათი გადადგომის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.