უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. მან შესაბამისი ფოტო Telegram-ზე გამოაქვეყნა. მას ამ გადაწყვეტილების მიზეზი არ დაუსახელებია.
„მადლობას ვუხდი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ნდობისთვის და ყოველდღე და ყოველ წუთს კარგი საქმეების კეთების შესაძლებლობისთვის“, - წერს ტიმოშენკო.
- ზელენსკიმ საჯარო მოხელეებს საზღვარგარეთ შვებულების გატარება აუკრძალა და საკადრო ცვლილებები დააანონსა
კირილო ტიმოშენკო უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილედ 2019 წლის მაისში დაინიშნა.