უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ერთი წლისთავთან დაკავშირებით, თურქეთში დიდი ღონისძიება გაიმართება. ამის შესახებ თურქეთში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ნიკოლაუს მეიერ-ლანდრუტმა განაცხადა.
მისი თქმით, განიხილება ომის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები.
ღონისძიებაზე მიიწვევენ უკრაინის ოფიციალური პირებსაც.
„ეს ასევე იქნება უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის გამოხატვის საშუალება. გასულ წელს, 24 თებერვალს, რუსული აგრესიის დაწყება იყო გადამწყვეტი მომენტი ევროპის ისტორიაში. ჩვენ გვაქვს ომი ჩვენს კონტინენტზე, სასტიკი დიდი ომი, ომი, რომელსაც შედეგები აქვს ევროპის კონტინენტის მიღმა“, - განაცხადა მაიერ-ლანდრუტმა.
უკრაინას თებერვლის ბოლოს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის 10-პუნქტიანი სამშვიდობო ფორმულის შესახებ სამიტის ჩატარება სურს. სამიტი შესაძლოა, ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში გაიმართოს.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.