ამერიკის შეერთებულმა შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყეს, რაც მკაფიო სიგნალს უგზავნის ირანს და ხაზს უსვამს მათი ალიანსის სიძლიერეს. ამის შესახებ CNN წერს.
პენტაგონის ცნობით, წვრთნაში 6500-მდე ამერიკელი და 1100-მდე ისრაელელი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.
Juniper Oak - ში მოიერიშე თვითმფრინავებთან, ბომბდამშენებთან და საწვავის შემავსებელი თვითმფრინავებთან ერთად, 100 ამერიკული თვითმფრინავი ჩაერთვება.
წვრთნებში ისრაელის 42 თვითმფრინავი მონაწილეობს. სწავლებაში ავიამზიდ USS George H. W. Bush-ის გადამზიდავი დამრტყმელი ჯგუფი ასევე მიიღებს მონაწილეობას.