აზერბაიჯანში, სატრანზიტო მიზნით შესულ მანქანებს საგზაო გადასახადი დაერიცხებათ.
შესაბამისი ცვლილება აზერბაიჯანის საგადასახადო კოდექსში შევიდა.
209-ე მუხლში შეტანილი ცვლილების თანახმად, საგზაო გადასახადს გადაიხდიან არარეზიდენტი პირები, რომლებიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოსული სატრანსპორტო საშუალებების მფლობელები არიან და ტრანსპორტს მგზავრების გადასაყვანად და საქონლის გადასაზიდად იყენებენ.
აგრეთვე საგზაო გადასახადის გადახდას ექვემდებარებიან წარმოებით ან იმპორტით დაკავებული პირები, რომელთაც ქვეყნის ტერიტორიაზე საავტომობილო ბენზინი, დიზელის საწვავი და თხევადი აირი გადააქვთ.